სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
შპს "ნესტლე საქართველო", კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის 4 პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევას:

1. სამედიცინო წარმომადგენელი კახეთის რეგიონში (ხელშეკრულების ხანგრძლივობა 10 თვე)
2. სტაჟიორი სამედიცინო წარმომადგენელი კახეთის რეგიონში (ხელშეკრულების ხანგრძლივობა 10 თვე)
3. სამედიცინო წარმომადგენელი შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონში (ხელშეკრულების ხანგრძლივობა 10 თვე)
4. სტაჟიორი სამედიცინო წარმომადგენელი შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონში (ხელშეკრულების ხანგრძლივობა 10 თვე)

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამედიცინო წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები:

** მედიცინის მუშაკებისათვის, ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ სამეცნიერო/საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული კონტაქტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ყოველდღიური ვიზიტების შესრულება;
** მედიცინის მუშაკებისათვის სამეცნიერო კონფერენციების მოწყობასა და მათ წარმართვაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

სამედიცინო წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ბიოლოგიის ან პედიატრიის ფაკულტეტები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სამედიცინო წარმომადგენლებს ვთავაზობთ:

** 10 თვიან შრომით ხელშეკრულებას;
** სამუშაო პროცესში სწავლებას;
** დიდ კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

სტაჟიორი სამედიცინო წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები:

** მედიცინის მუშაკებისათვის, ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ სამეცნიერო/საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული კონტაქტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ყოველდღიური ვიზიტების შესრულება;
** მედიცინის მუშაკებისათვის სამეცნიერო კონფერენციების მოწყობასა და მათ წარმართვაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

სტაჟიორი სამედიცინო წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ბიოლოგიის ან პედიატრიის ფაკულტეტები);
** კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სტაჟიორ სამედიცინო წარმომადგენლებს ვთავაზობთ:

** 10 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
** სამუშაო პროცესში სწავლებას;
** დიდ კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 22 აპრილამდე, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: jobs@ge.nestle.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე