ვეტერინარ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარ-კონსულტანტი
მომწოდებელი: Purina
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
შპს "ნესტლე საქართველო" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას "Purina"-ს ბიზნესში - ვეტერინარ-კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამოქმედო ტერიტორია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი

ძირითადი ფუნქციები:

** მონაწილეობს რეგიონში სავაჭრო წარმომადგენლების გუნდის სწავლებაში;
** მონაწილეობას იღებს ადგილობრივი ვეტერინარული სამეცნიერო ღონისძიებებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებაში, იწვევს გამომსვლელებსა და მონაწილეებს, ადგენს თემატიკას.
** "Purina"-ს ბიზნესის მხარდასაჭერად სთავაზობს და უკითხავს ლექციებს ვეტერინართა საზოგადოებას;
** მონაწილეობას იღებს ვეტერინარული საზოგადოების ცხოველთა კვებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში;
** ამზადებს ანგარიშებს;
** პირადად ახორციელებს ვიზიტებს სავაჭრო ობიექტებზე და მომხმარებლების ოფისებში, ცხოველთა კვების ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით;
** მუშაობს ცხოველების მომშენებლებთან, ახორციელებს მათ კონსულტირებას;
** ორგანიზებას უკეთებს ძაღლების გამოფენებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ვეტერინარის სპეციალობით;
** ექიმ-ვეტერინარად  ან ვეტერინარ-კონსულტანტად მუშაობის 1 წელზე მეტი გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: jobs@ge.nestle.com 2019 წლის 22 აპრილამდე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე