მარკეტინგის/გაყიდვების მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის/გაყიდვების მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: RedCat
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
დიზაინერული სტუდია "RedCat" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/გაყიდვების მენეჯერის და გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

1. მარკეტინგის/გაყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთის მოძიება
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების  მომზადება, მოლაპარაკების წარმართვა.

უნარები:

** გამართულად წერის/მეტყველების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება.

სასურველია:

** მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის, კოორდინატორის ან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: 20% გაყიდვებიდან.

2. გრაფიკული დიზაინერი

ძირითადი მოვალეობები:

** ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება
** ყუთების ტექნიკური ნახაზის შემუშავება
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა
** წიგნის დაკაბადონება
** ახალი პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა
** სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება, ფოტოების დამუშავება
** GIF ბანერების დამზადება.

ჩვენი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით)
** ხატვის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** გრაფიკული პროგრამების  ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 19:00-მდე, ორშ-პარ., შესვენება 1 საათი  
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@redcatdesign.ge არაუგვიანეს 2019 წლის 10 მაისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე