გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლუსონი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

შპს "ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი , როგორც სასტუმროსთვის, ასევე საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ. იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/lussonilussoni/

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის შეთავაზებების მომზადება
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა - პროდუქციის ჩაბარებამდე ყველა პროცესის მონიტორინგი
** დიზაინერთა ბაზის განვითარება და მუდმივი მუშაობა ახალი დიზაინერების მოსაზიდად
** კერძო დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, მათი მოწვევა შოურუმში, პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების მომზადება
** გაყიდვების გაზრდის უზრუნველყოფა
** შოურუმში ნაშთების მუდმივი კონტროლი და აღწერებში მონაწილეობის მიღება
** ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება უშუალო ხელძღვანელთან
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 22 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე