რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 13 მაისი
"Realtor.ge" წამყვანი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ის დაარსდა 2004 წლის თებერვალში და მას შემდეგ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საშუალებით ახორციელებს ყველა იმ ოპერაციას, რაც უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და პირველად საქართველოში ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

კომპანია, რომელიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებს აღწევს გთავაზობთ ვაკანსიას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის ექსპერტის, მრჩეველის თანამდებობაზე.

უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

თუ ხარ პოზიტიური, ენერგიული, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, გაწონასწორებული, აზარტული, მიზანმიმართული, თავდაჯერებული, დაუზარელი და გსურს შენი მიზნები რეალობად აქციო - მაშინ ჩვენი კომპანია სწორედ ის ადგილია სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ!

აუცილებელი პირობა: უნდა ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

კომპანია "Realtor.ge" გთავაზობთ:

** ყოველთვის აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

სტაჟირების პერიოდში საკომუნიკაციო და გზის ხარჯების ანაზღაურება მოხდება კომპანიის მიერ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე