სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (www.hrpartners.ge), კონტრაქტორი კომპანიის (სამშენებლო მასალების იმპორტიორი უცხოური კომპანია) დაკვეთით,  აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის  პოზიციაზე.

ხელფასი: 500-800 აშშ დოლარის ექვ. ლარში + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები: 

** ბაზრის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების წარმოება/წარდგენა;  
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების დამუშავება და წარდგენა;
** პროდუქტის  შიდა ბაზარზე  განვითარება - შესაბამისი სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება - პროდუქტის გამოფენებზე წარდგენა და ა.შ.
** შესრულებულ სამუშაოებზე სისტემატიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან  მენეჯმენტის განხრით;
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - სამშენებლო ბიზნესში მუშაობის  გამოცდილება აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა და მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის  20 აპრილამდე  გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV-ს გამოგზავნის შემთხვევაში, აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიების არსებობისას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე