მოლარე-კონსულტანტი, წარმოების ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, წარმოების ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 13 მაისი
ქსელური სუპერმარკეტების კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

2. წარმოების ხაზის კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
** მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;
** ვადების კონტროლი;
** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;

მომხმარებლის მომსახურება:

** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება;
** არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
** მომხმარებლისთვის მიწოდება;
** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;

სამუშაო დღის ბოლოს:

** ფასმაჩვენებლების გასწორება;
** ვადების კონტროლი;
** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: abuashviliirakli@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე