ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საზოგადოება ინკლუზიისთვის
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
ასოციაცია "საზოგადოება ინკლუზიისთვის",  ბავშვთა აუტიზმის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: 

1. ოკუპაციური თერაპევტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: აუტისტური სპექტრის დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის ოკუპაციური თერაპიული სეანსების ჩატარება. 

სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

** ნახევარი განაკვეთი
** 1 ვაკანტური ადგილი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ოკუპაციური თერაპიული პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობა;
** შეფასებაზე დაყრდნობით ეფექტური ინტერვენციის გეგმის განხორციელება;
** მშობლების გაძლიერება/კონსულტირება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხით ფსიქოლოგიაში
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა)
** ბავშვის განვითარების კანონზომიერებების და ეტაპების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია უცხო ენის ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი 
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: აუტისტური სპექტრის დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებთან მუშაობა.

სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

** ნახევარი განაკვეთი
** 1 ვაკანტური ადგილი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხით ფსიქოლოგიაში
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი  CV ელ-ფოსტაზე: society4inclusion@gmail.com 2019 წლის 12 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე