ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ სამსახურში ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

ტექნიკური სამსახურის ინჟინერი უზრუნველყოფს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შედგენას, დაანგარიშებას ვადებში, ბიუჯეტის შედგენას და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვიანობას, ზედამხედველთან კომუნიკაციას და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციების მომზადებას;

მოვალეობები:

** სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
** ფარული სამუშაო აქტების წარმოება;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალის შედგენა;
** "ფორმა-2"-ის შედგენა;
** ობიექტებისათვის საჭირო რესურსის (მუშახელის და მექანიზმების, სამშენებლო მასალის და სხვა) დაანგარიშება და დაგეგმვა;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და წარდგენა ზედამხედველთან;
** ყოველკვირეულად დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების ცხრილის შედგენა;
** სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოთა მწარმოებლებისათვის კონსულტაციის გაწევა შესასრულებელ მოცულობებთან დაკავშირებით;
** თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მოცულობების დაჯამება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხელოვნურ ნაგებობებზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
** უმაღლესი ტექნიკური განათლება - საინჟინრო/მშენებლობის განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე სამშენებლო განხრით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება პლუსად (ტექნიკური ინგლისური ჩაითვლება პრიორიტეტად);
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სტერსულ სიტუაციაში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე c.vacancy@yahoo.com. გთხოვთ სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური სამსახურის ინჟინერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე