შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: მეღვინეობა ნეკრესი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
მეღვინეობა "ნეკრესი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: ნეკრესი, ყვარლის რაიონი
სამუშაო: განაკვეთი სრული

მეღვინეობა "ნეკრესი" მდებარეობს ყვარელში, ქინძმარაულის მიკრო ზონაში. კომპლექსი აერთიანებს ღვინის საწარმოს, რესტორანსა და სასტუმროს. მეღვინეობა "ნეკრესის" ძირითადი მიმართულებაა ღვინო და გასტრონომია. რესტორანი გათვლილია 200 პერსონაზე, სამზარეულოს ნაწილი გახსნილია (Show kitchen). მენიუ:  ქართული სამზარეულო - განსხვავებული კერძები და კონცეფცია; ინდივიდუალური რეცეპტები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის მართვა, დავალებებისა და მიმართულებების მიცემა
** სამზარეულოში ყოველდღიური მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** მენიუს მომზადება, სხვადასხვა კერძების მოდიფიკაცია და განახლება;
** სამზარეულოს კონცეპტუალური სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მუდმივი ჩართულობა;
** ხარისხის კონტროლი;
** ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება  და მისი პერიოდული განახლება;
** საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სტუმართან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება და კერძების პრეზენტაცია;
** სამზარეულოს დაპროექტებაში მონაწილეობის მიღება;
** რესტორნის მარკეტინგულ აქტივობებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა;
** სამზარეულოს ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება;
** პასუხისმგებლობის გაზიარება ინვენტარის მართვაზე და სერვისზე;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე რესტორანში. 
** სასურველია შეფის  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სამზარეულოს დაპროექტების თეორიული ცოდნა  და პრაქტიკული უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

დამსაქმებელი უზრუნველყოფს კარგ ფინანსური მოტივაციას, საცხოვრებელ პირობებს და ხარისხიან სოციალურ პაკეტს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით, შემდეგ მისამართზე: tsangalasbar@gmail.com არაუგვიანეს 15 მაისისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე