მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილითა და კეთილგანწყობით;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება; მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, ანგარიშსწორება და შეკვეთის ოპერატიულად მიწოდება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე