ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი - მამრობითი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (Upper intermediate) ;
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე:hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე