მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კულინარიული განათლების მქონე მზარეულებს.
** ევროპული და ქართული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სამზარეულოს თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** ლოგიკური აზროვნება

ძირითადი მოვალეობები:

** ევროპული/ქართული კერძების მომზადება;
** სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადება;
** კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/განთავსება/დასაწყობება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე:hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

უპირატესობა მიენიჭებათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ კანდიდატებს.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე