საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის განვითარების  მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** ქსელის განვითარების სტრატეგიის ფორმირება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის ფორმირება;
** გაყიდვების დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
** ქსელის მომგებიანობის მართვა და ზრუნვა მის მაქსიმიზაციაზე;
** ახალი ობიექტის გახსნამდე შესაბამისი გათვლების გაკეთება და მისი მიზანშეწონილობის შეფასება;
** არსებულ ობიექტზე რესურსების დამატება/შემცირება/ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელების ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;
** ქსელისთვის ინსტრუქციების მომზადება და მათი დანერგვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ობიექტებზე დაფიქსირებული პრობლემატური საკითხების დროულად გადაწყვეტის 
** ობიექტებში ბიზნეს პროცესების გამართვა და მუდმივ დახვეწაზე მუშაობა; არსებული ბიზნეს პროცესების კოორდინირება არასტანდარტულ აქციებთან და ა.შ.
** გაწერილი სტანდარტების მუდმივ დახვეწაზე მუშაობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირება, და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და მოტივაციაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** საცალო ქსელსა და სხვა ორგანიზაციულ ერთეულებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სავაჭრო ქსელის გაყიდვების განყოფილებაში/დეპარტმანეტში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კეთილსინდისიერება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები: 

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  12 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე t.gelashvili@winerykhareba.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე