შესყიდვებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს. 

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

** კომპანიის შესყიდვებისა და ლოგისტიკის პოლიტიკის ჩამოყალიბება, მართვის სისტემის აწყობა და პროცესების ოპტიმალური მართვა და ანგარიშგება;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პროდუქციისა და სერვისის შესყიდვის დანახარჯების ოპტიმიზაცია.

საქმიანობის არეალი:

** შესყიდვის პროცედურის შემუშავება - მოთხოვნების დამუშავების სისტემის აწყობა და მართვა
** სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება (სხვადასხვა სახის მასალა, მომსახურება, ტექნოლოგიური პროდუქცია, სხვადასხვა სახის სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები, ანალიტიკური მასალა და ინსტრუმენტები);
** მომწოდებლებისა და მათი პროდუქციის შესწავლა, მომწოდებელთა ბაზრის პერმანენტული კვლევის საფუძველზე მომსახურებისა და პროდუქტების ბაზის მენეჯმენტი;
** ლოგისტიკური ოპერაციების სისტემის აწყობა და მართვის უზრუნველყოფა;
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საქმიანობა პროდუქციის მიღებასთან და გაგზავნასთან დაკავშირებით;
** შესყიდული საქონლისა და მომსახურების ანალიზი და ანგარიშის მომზადება (რაოდენობები, ღირებულებები, ინიციატორები და სხვა);
** სხვადასხვა მომწოდებლებთან, უმაღლესი რანგის ვენდორი კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება და სასურველი პირობებით შეთანხმებების მიღწევა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დისციპლინებში
** შესყიდვების ან საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; 
** შესყიდვების ან საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** სასურველია შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ტექნოლოგიურ კომპანიაში.

მნიშვნელოვანი მახასიათებლები, ცოდნა და უნარები:

** აუცილებელია ჩვენი გუნდის ახალი წევრი კომპეტენტური იყოს ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიისა და ანალიზის კუთხით;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს წარმატებული სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მოთხოვნების, უზრუნველყოფის, ანგარიშგების სისტემის აწყობისა და მართვის კუთხით; 
** მნიშვნელოვანია  ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 23 აპრილამდე (18:00), ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge.

სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე