სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი, მდივანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი, მდივანი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრატორისა და მდივნის პოზიციაზე (1 ვაკანსია).

სამუშაოს აღწერილობა:

** ფაკულტეტის ფარგლებში წერილობითი კორესპონდენციის წარმოება;
** სტუდენტთა ასისტირება და დახმარება სასწავლო პროცესის განმავლობაში;
** ყოველდღიური საქმიანობის, ცხრილებისა და სტუდენტთა დოკუმენტაციის მოწესრიგება-ორგანიზება;
** სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ბაზაში პროგრამაში შესატანი ცვლილებების ასახვის მიზნით პროგრამის კოორდინატორის დახმარება;
** გამოცდების მონიტორინგი-პროქტორობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** ფაკულტეტზე სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სტუდენტებს შორის გავრცელების უზრუნველყოფა;
** ფაკულტეტზე არსებული სხვა საქმეების ეფექტურად და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება შესაბამისი დარგის ხარისხი);
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** დროის მენეჯმენტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თვითმოტივაციისა და დისციპლინირების უნარი;
** ჯგუფში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

** მოკლე სამოტივაციო წერილი და CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 აპრილისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო
http://www.ibsu.edu.ge
ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე