IT მომსახურებისა და მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მომსახურებისა და მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას IT მომსახურებისა და მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობაზე.

"Orient Logic" ქართული ბრენდია. კომპანია 23 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა და მას მერე მომხმარებელს უწევს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია B2B მოდელზეა ორიენტირებული და ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის IT-გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს.

ძირითადი ამოცანები და საქმიანობის არეალი:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურებისა და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტიზაცია;
** მიღებული მოთხოვნების დამუშავება და კომერციული წინადადების მომზადება
** არსებული პროექტების ფარგლებში, მათი განსახორციელებელი ეტაპების შესრულება/კონტროლი
** დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ გადანაწილებული პროცესების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან ტექნიკური განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე მიმდინარე წლის 22 აპრილამდე (18:00), ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე hr@ol.ge და სათაურის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე