ბუღალტერი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი/სტაჟირება
მომწოდებელი: Get Consulting
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
აუდიტორული კომპანია "Get Consulting"ი აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

აუცილებელი მოთხოვნები: ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან.
** რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
** პროგრამების ცოდა: MS Office
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
** ACCA-ს სტუდენტობა სასურველია;

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

** აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით;
** გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
** მოქნილი სახელფასო და საბონუსე სისტემა;

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: auditi2009.anilomidze@mail.ru და გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე