ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის წარმოება და მონიტორინგი კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად, IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით
** ბუღალტრული ტრანზაქციების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება
** ვალდებულებების და მოთხოვნების მართვა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ორგანიზება
** ბუღალტერიის სამსახურის თანამშრომლების ასისტირება მიმდინარე ბუღალტრული საკითხების წარმოებაში
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;~
** უპირატესობა ენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებას
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gtskaloba@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება: ბუღალტერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე