გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული ინდუსტრიის აკადემია
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ციფრული ინდუსტრიის აკადემია" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში დაინერგოს და ასწავლოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები. ეს არის უნაკლური და კონვენციური სასწავლო პლატფორმა, რომელიც მოიცავს ტრენინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ციფრულ ინდუსტრიებში აღიარებულ გურუებთან, რომლებიც გამოირჩევიან პროგრესულობით, პერსონალური თუ გუნდური მიღწევებითა და პროფესიული ექსპერტიზით.

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების და არხების იდენტიფიცირება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და გეგმის შესრულება;
** მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროების დადგენა და მათთვის ოპტიმალური პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება.
** შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.
** შესრულებული სამუშაოების რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება + მოქნილი საბონუსე სისტემა!
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** ტრენინგები გამოცდილ სპიკერებთან
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 30 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: info@digitaledu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე