IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
თანდართული ფაილი: 213203_app_it_8320420.zip
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, ტესტირება
** ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაცია, რეინსტალაცია და ტექნიკური პრობლემების მოგვარება
** Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მომხმარებლის მხარდაჭერა
** დაზიანებული კომპიუტერის (PC) დიაგნოსტიკა და ნაწილის შეცვლა
** Office 365-ის კონფიგურაცია და მომხმარებლის მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ოპერაციული სისტემების ცოდნა და ტექნიკური პრობლემების მოგვარების უნარი
** კომპიუტერული ნაწილების (Hardware) ცოდნა
** ქსელის პროტოკოლების, ტოპოლოგიების და ტექნოლოგიების ცოდნა
** ჰუავეის Access Point ებთან, Firewall ებთან, როუტერებთან და მართვად სვიჩებთან მუშაობის გამოცდილება
** ენების ცოდნა: ინგლისური - ტექნიკური ლიტერატურის დამუშავების დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნაც

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემების იდენტიფიცირების უნარი
** შედეგზე ორიენტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მენეჯმენტი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2019 წლის 3 მაისამდე. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე