ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ მატერიალ საფლაი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
"გლობალ მატერიალ საფლაი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველების შეკვეთის მიღება, დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სასაწყობო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა, კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამაში "ბალანსი" (1C) მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) კარგად ფლობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სასურველია ინგლისურ ან რუსულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: accounting@globalms.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე