აქტუარ - ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტუარ - ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას აქტუარ - ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** მონაცემთა ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
** ანალიზის საფუძველზე ანგარიშების შექმნა და შედეგების ვიზუალიზაცია;
** რეკომენდაციების გაწევა სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებისათვის;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მათემატიკის, ფინანსების, ეკონომეტრიკის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აქტუარ-ანალიტიკოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 12 მაისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე