შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: საზოგადოებრივი მაუწყებელი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აცხადებს კონკურსს შიდა აუდიტორის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაოს აღწერა:

** დისტანციური კონტროლის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** შიდა აუდიტის სტრატეგიის შემუშავება;
** შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება;
** აუდიტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა;
** აუდიტის პროექტების ორგანიზება და მონიტორინგი;
** აუდიტის შედეგებზე დასკვნების მომზადება;
** აუდიტის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა კონტროლის სისტემების აუდიტირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
** პრიორიტეტული მიმართულებების (მაღალი რისკის კატეგორიების შერჩევა) და არაგეგმიური აუდიტის ჩატარების სტრატეგიის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება მაგისტრი და/ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის
** სატელეკომუნიკაციო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია აუდიტის სფეროში მენეჯერულ თანამდებობაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლიდერობა;
** პროექტებისა და პროცესების მართვა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, ორგანიზაციის მიზნების სწორი ანალიზი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება
** კონკურსანტების მიერ პრეზენტაციის წარდგენა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: k.gugushvili@gpb.ge 2019 წლის 15 აპრილიდან - 25 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "შიდა აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე