დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ხელფასი გამომუშავებით დაანგარიშდება და საშუალოდ ის 1000 ლარს შეადგენს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: paatajafoshvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე