ტენდერი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", პროექტის "ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს მოკლემეტრაჟიანი ფილმის  გადაღებაზე.

პროექტის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვების აღზრდა-განვითარება უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში.  პროექტი ასევე ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახები. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, იმ მომსახურებებზე, რომლებსაც ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტი სთავაზობს სოციალურად დაუცველ  ოჯახებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იგეგემება მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება და შემდგომში კი სოციალური მედიითა და ტელევიზიით გავრცელება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 წუთი.  ფილმის სცენარის მომზადება უნდა მოხდეს დამკვეთთან შეთანხმებით. გადაღებული ფილმი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

საბოლოო პროდუქტის დამკვეთისთვის ჩაბარების თარიღი: 2019 წლის 17 ივნისი.

კომპანიების/იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

** კრეატიული მიდგომა და ინდივიდუალური ხედვა
** მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება
** ფასი და ფილმის გადაღების ვადა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებს/კომპანიებს (იურიდიული პირ(ებ)ი) გთხოვთ, დალუქულ კონვერტში წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის/კომპანიის (იურიდიული პირის) რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული პირების ნუსხა და მათი კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები (CV/რეზიუმე);
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ (ინფორმაცია კომპანიის/იურიდიული პირის გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ)
** კომპანიის/იურიდიული პირის წარსულში დამზადებული  მოკლემეტრაჟიანი ფილმების ელექტრონული ბმულები ან CD/DVD-ზე ჩაწერილი მასალა;
** ინფორმაცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის დამზადებისთვის საჭირო ვადების შესახებ;
** ფილმის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით (შენიშვნა: მომსახურების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული; ხელმისწავდომი უნდა იყოს ასევე ფასთა ჩამონათვალის ელექტრონული ვერსიაც (CD-ზე ჩაწერილი).

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/კომპანიებმა (იურიდიული პირები) სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ, როგორც "მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება", ისე ორგანიზაციის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის  22 აპრილი, 16:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე