შრომის უსაფრთხოების ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ტრენერი
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერად მუშაობის არანაკლე 2 წლიანი და სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** განათლება: უმაღლესი.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ფარგლებში სწავლების განხორციელება.
** საორიენტაციო საათობრივი დატვირთვა - კვირაში 8-16 სთ.

შრომის ანაზღაურების ოდენობა: საათში 35 ლარი (ხელზე).

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპზე კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის და სწავლების დამადასტურებელი ცნობები, თემატიკის/საგნების, ჩატარებული საათების და მომზადებული პირების რაოდენობის მითითებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr.oshegeorgia@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 10 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე