ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოტურისტი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ტურისტული და ივენთ კომპანია "ჯეოტურისტი" 2013 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება(რეგიონული ფესტივალები, სამეწარმეო მაკრტები, ახალი წლის ღონისძიებები და სხვა).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდებზე: http://geotourist.ge/ https://www.geoevents.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოცადელი პერიოდი: 1 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი +ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
** კომუნიკაცია როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ისე კერძო პირებთან;
** კორესპონდენციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ისე კერძო პირებთან;
** ღონისძიებების ფარგლებში ხშირი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით;
** ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
** სხვადასხვა დონის შეხვედრების მომზადება-მოწყობა;
** მდივნის ფუნქციის შეთავსება;
** ელემენტარული ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
** მასმედიასთან ურთიერთობა;
** კომპანიის Facebook გვერდების ადმინისტრირება

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამართული წერითი და ვერლაბური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერის ცოდნა (Ms Word, Excel, ინტერნეტი);
** რუსული/ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@geotourist.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.04.2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე