მომსახურების სტანდარტებისა უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების სტანდარტებისა უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტებისთვის ცვლილებების მართვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ბიზნეს პროცესების ცვლილებების მართვის დეტალური და შედეგზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება;
** პროექტის მენეჯერებთან, ბიზნეს-პროცესებზე პასუხისმგებელ პირებთან და მაღალი რანგის მენეჯმენტთან ეფექტური მუშაობა იმისათვის, რომ ცვლილებების მართვის გეგმები დაინტეგრირდეს პროექტების მართვის გეგმებში;
** ორგანიზაციული ცვლილებებისადმი მზაობის შეფასების განხორციელება, შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** შესაბამისი თანამშრომლების ჩართულობით არსებული და სასურველი ბიზნეს-პროცესების დეტალური აღწერა, პროექტის გავრცელების სფეროს შესაბამისად;
** ცვლილებების დანერგვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების მომზადება, კომუნიკაცია და განხორციელება.

გამოცდილება, ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** ბიზნეს პროცესების ცვლილებების მართვის და/ან ბიზნეს ანალიზის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის პრინციპების, მიდგომების და მეთოდოლოგიების ცოდნა;
** ბიზნეს-პროცესების მოდელირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინფორმაციულ-კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პროექტების მენეჯმენტის საბაზისო ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე