ტრენინგი - ადამიანური რესურსების ალტერნატ. მეთოდით მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - ადამიანური რესურსების ალტერნატ. მეთოდით მართვა
მომწოდებელი: გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია" გთავაზობთ  ტრენინგს "ადამიანური რესურსების ალტერნატიული მეთოდით - კომპეტენციებით მართვა", რომელიც  განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის და მენეჯერებისთვის. ასევე იმათთვის, ვინც გარკვეული კომპეტენცია დააგროვა ადამიანური რესურსების მართვის მენემეჯმენტში და აქვს სურვილი კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის შედარებით განსხვავებულ მეთოდს - კომპეტენციებით მართვას, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციების ადამიანური კაპიტალის 4 ძირითადი საკვანძო კომპეტენციით დახასიათებას და მისი საშუალებით მნიშვნელოვანი HR ფუნქციების, როგორიცაა რეკრუტინგი, შეფასება, განვითარება, მართვას.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** ადამიანური რესურსების მართვა და მართვის მოდელები;
** კომპეტენციის არსი;
** პიროვნების მახასიათებელი ძირითადი საკვანძო კომპეტენციები;
** კომპეტენციების რუკა;
** კომპეტენციების რუკის ფორმირება;
** კომპეტენციების რუკის გამოყენება პერსონალის  შერჩევის, - შეფასების და განვითარების პროცესში;

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ "კომპეტენციებით მართვის" სისტემის დანერგვას  და შემდგომ კოორდინაციას ორგანიზაციებში.

კურსს გაუძღვება რევაზ ხარაბაძე, 15 წლის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით HR  სფეროში. დეტალური ინფორმაცია მის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/qv6vA4

რევაზ ხარაბაძე:  - "თემა რომელსაც წარმოვადგენ, ადამიანური რესურსების კომპეტენციებით მართვა მათემატიკური მოდელირებით ესე შეიძლება გამოვსახოთ:   A comp= βi×∂i. სწორედ ამ ფორმულის გაანალიზებას დავუთმობთ ტრენინგის მნიშვნელოვან დროს. ასევე მნიშნელოვან დროს დავუთმობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და რეალურად განვახორციელებთ რამოდენიმე პოზიციის გაანალიზებას და კომპეტენციის რუკის შედგენას."

ტრენინგის მონაწილეებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ მცირე სახელმძღვანელო კომპეტენციებით მართვასთან დაკავშირებით და ყველა ის მასალა და ინფორმაცია რაც გამოყენებული იქნება ტრენინგის მსვლელობისას.

ტრენინგის ჩატარების დრო: 6 აპრილი, 2019 წ
ტრენინგის ხანგრძლივობა:  10:00 სთ-19:00 სთ ( 3 შესვენებით)
ადგილი: გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია
მისამართი: ლუბლიანას 13 ბ
ღირებულება:  220 ლარი (კომპანიიდან 1 ადამიანზე მეტის დასწრების შემთხვევაში და ორგანიზაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8lY24GhvQufQ4Y6o-9TsHQUbM_AS6tzsO-SrPlh-gqt1FTQ/viewform

საკონტაქტო პირი:  ქეთევან კრიალაშვილი

ტელ: 591446244

Email: k.krialashvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე