IT მხარდაჭერის და ტექნიკური სერვისის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის და ტექნიკური სერვისის სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის და ტექნიკური სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე.

"გრინვეი" არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი "Applus+", რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: მხარეთა შეთანხმებით (40 სამუშაო საათი კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვის ცენტრების IT მხარდაჭერა (Help Desk) როგორც დისტანციურად, ასევე უშუალო ვიზიტებით თბილისსა და რეგიონებში;
** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება თბილისსა და რეგიონებში;
** სერვის ცენტრში არსებული დანადგარების პერიოდული კალიბრაცია და გამართულობის უზრუნველყოფა პროგრამულ და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დონეზე;
** სერვის ცენტრებში გამოვლენილი ტექნიკური შეფერხების ანალიზი, გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი სამსახურების ინფორმირება ოპტიმალურ ვადებში;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (სისტემები და ქსელები);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის (Help Desk) პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ელექტრომოწყობილობების შეკეთების მიმართულებით მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია, ავტომობილებთან დაკავშირებული მინიმალური თეორიული ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური ენის კარგად ცოდნა. აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** სუბორდინირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 31 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "IT მხარდაჭერის და ტექნიკური სერვისის სპეციალისტი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე