ტიხრული მინანქრის და ოქრომჭედლობის საბაზისო კურსები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტიხრული მინანქრის და ოქრომჭედლობის საბაზისო კურსები
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
თანდართული ფაილი: 209404_IliaUni_7694143.rar
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი" გთავაზობთ შემდეგ სასერთიფიკატო პროგრამებს:

1. ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო კურსი

2.  ოქრომჭედლობის საბაზისო კურსი

ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო კურსის მიზანია, მსმენელებს ზოგადად გააცნოს გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი "ტიხრული მინანქარი" და შეასწავლოს მათ ტიხრულ მინანქარში ნიმუშების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და იარაღების სწორად გამოყენება და მარტივი ნიმუშების პრაქტიკულად შესრულება.

ოქრომჭედლობის საბაზისო კურსის მიზანია, მსმენელებს ზოგადად გააცნოს გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი "ოქრომჭედლობა". შეასწავლოს მათ ოქრომჭედლობის ნიმუშების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და იარაღების სწორად გამოყენება და გამოუმუშავოს მათ ოქრომჭედლობის მარტივი ნიმუშების პრაქტიკულად შესრულების უნარი.

კურსის ხანგრძლივობა:  75 სთ, მათ შორის 64 სთ საკონტაქტო, 2 სთ საბოლოო ნამუშევრების წარმოდგენა, 11 სთ დამოუკიდებელი მუშაობა. საათები განაწილებულია 8 სამუშაო კვირაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2 დღე 4-4 საათი ან კვირაში 4 დღე 2-2 საათი (მსმენელებთან შეთანხმებით) მსმენელთა რაოდენობა: ჯგუფში მინიმუმ 6 მსმენელი (ასაკი 15 წლის ზემოთ) ღირებულება: 300 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ (იხ. ფორმა ტიხრული მინანქრის ხელოვნების კურსზე დასარეგისტრირებლად, ასევე ფორმა ოქრომჭედლობის საბაზისო კურსზე რეგისტრაციისათვის) ან სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციაში. ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: tato_xarbedia@yahoo.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "სასერტიფიკატო კურსი".

რეგისტრაციის  ვადა: 2019  წლის 14 მარტიდან - 27 მარტამდე

სასწავლო კურსებზე მსმენელი დაიშვება მხოლოდ პირადობის მოწმობის ასლისა და გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  ცენტრის დირექტორის თანაშემწე, თამარ ხარბედია

ტელ: (+995) 593 35 35 28
ელფოსტა: tato_xarbedia@yahoo.com
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი D609 თბილისი, საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე