ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ახალციხე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სამუშაო საათები: 09:30-18:30)

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირების დარეგისტრირება პროგრამულ ბაზაში;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** ოფისის საკანცელარიო და სხვა მასალებით უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
** პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება
აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მითერი, ოფის მენეჯერი, ოპერატორი და ა.შ.)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ადმინისტრაციული მენეჯერი - ახალციხე

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე