შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "უნიკომი"  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "უნიკომი" დაარსდა 2005 წელს, ბაზარზე გამუდმებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად კომპანიამ წარმატებით მოახერხა დამკვიდრება და მოწინავე პოზიციების დაკავება, დღესდღეობით "უნიკომი"-ს მაღაზიათა ქსელს ქალაქ ქუთაისში გააჩნია სამი საკმაოდ პროგრესირებადი მაღაზია და ერთი ფილიალი ზესტაფონში

"უნიკომი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 ლარი+

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტის განხრით)
** ტექნიკის სფეროში მინიმუმ 2წლიანი გამოცდილება(სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** 1C  პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

ფუნქცია მოვალეობები:

** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების მომზადება და მონიტორინგი;
** ფასთა შედარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ფასწარმოქმნა
** ქსელში არსებული ფილიალების მარაგების მონიტორინგი/კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების უნარი;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი (აუცილებელია)
** ინგლისური - კარგი (აუცილებელია)

დაინტერესებულმა პირებმა ჩამოტვირთეთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://unicom.ge/index.php?route=information/information&information_id=8  შეავსეთ სრულად და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: info@unicom.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი 2019 წელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე