გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ახალციხე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქრისებული ხელფასი + ბონუსები

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მიზანსწრაფულობა;
** ემოციების კონტროლის შესაძლებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** ანალიზის უნარი.

ჩვენთან, გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში, გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
** კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
** კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ გაყიდვების მენეჯერი - ახალციხე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე