ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
"კრედო ბანკი" არის წარმატებული ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო ლიცენზია მიიღო 2017 წელს. საქართველოში კრედო ბანკი წარმოდგენილია 68 ფილიალით.
ჩვენ ვეძებთ ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტს მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის წევრობას.

ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკი"-ს საქმიანობის შესახებ კონტენტის შექმნასა და განთავსებაზე კომპანიის ციფრულ არხებში სამიზნე აუდიტორიის ინფორმირების და პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაო აღწერილობა:

** ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განხორციელება;
** კომპანიის ციფრული არხების ეფექტურობისა და ეფექტიანობის კვლევა და ანალიტიკა;
** კომპანიის ციფრული არხების მართვა;
** ციფრული არხებით გაყიდვების მაქსიმიზაცია;
** ციფრულ არხებში განსათავსებელი სარეკლამო მასალების შექმნის პროცესის მართვა;
** სოციალურ ქსელებში განსათავსებელი კონტენტის შექმნა;
** სოციალურ ქსელებში სამიზნე აუდიტორიის გაფართოვება;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
** საბანკო-საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** სოციალურ მედია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური ქსელების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge; წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე