პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
"კრედო ბანკი" არის წარმატებული ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო ლიცენზია მიიღო 2017 წელს. საქართველოში კრედო ბანკი წარმოდგენილია 68 ფილიალით.
ჩვენ ვეძებთ პროექტების მენეჯერს პროექტების მართვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის წევრობას.

პროექტების მენეჯერი მონაწილეობას იღებს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მიზნებისა და სარგებლის განსაზღვრა;
** პროექტების ვადების დადგენა, გუნდის და რესურსის ფორმირება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის მსველობის შუალედური შედეგების განხილვა;
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** დაგეგმილი პროექტის სისრულეში მოყვანა და სამუშაოს პროცესში დანერგვა;

ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:

** პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო/ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point, MS project, WBS
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** როგორც წერითი ისე ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის, ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პროექტის მენეჯერი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე