ტენდერი სამკურნალო მასაჟზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სამკურნალო მასაჟზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 19 მარტი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ბავშვებისათვის მასაჟის უზრუნველყოფის მიზნით.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრებს თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში / SOS ოჯახებში მცხოვრები მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის სამკურნალო მასაჟის უზრუნველყოფის მიზნით

საქმიანობის ძირითადი მიზანი: თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში / SOS ოჯახებში მცხოვრები 21 ბავშვისათვის სამკურნალო მასაჟის უზრუნველყოფა (თითო ბავშვზე- 20 მასაჟი) . მასაჟის პროცედურა უნდა ჩატარდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

ტენდერში მონაწილე სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ლიცენზია სამედიცინო საქმიანობის ს წარმოების უფლების შესახებ
** მასაჟისტის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
** სამედიცინო მომსახურების ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა)

მომსახურების გაწევის ვადები: 2019 წლის მარტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "სამკურნალო მასაჟი" ისე სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 19 მარტი, 12:00 საათი.განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე4-ე პლატო, ავთო ვარაზის ქ. N40. 0183, თბილისის SOS ბავშვთა სოფელი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობოორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Childrens Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე