მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მცხობელის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილები: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** ნედლეულის მარაგის მონიტორინგი;
** სამუშაო ადგილის და სამუშაო ინსტრუმენტების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** წარმოების ხაზში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მომხმარებელთან ხშირი კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე d.chikovani@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი"წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე