გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ვაკანსია - - თბილისი; ბათუმი

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "Heel" (http://www.heel.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე!

გაყიდვების აგენტის (სამედიცინო პრეპარატების) პოზიციაზე სამუშაოდ ვიწვევთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებულობა და ძლიერი პიროვნული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმის ხარისხიანად შესრულების სურვილი და შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან;
** კომპანიის პრეპარატების ცოდნა და პრომოცია ექიმებთან;
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება აფთიაქებში;
** ექიმებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** კომპანიის პრეპარატების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და წარდგენა;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია გამოცდილების გარეშეც)
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა, თავაზიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვალებად, რთულ სიტუაციებთან ადაპტაციისა და ეფექტურად რეაგირების უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი გამომუშავებით (ფიქსირებული ხელფასი ზრდადი, გამოცდილებიდან და გაყიდვებიდან გამომდინარე).

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@heel.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (სამედიცინო წარმომადგენლი და ქალაქი. მაგ. სამედიცინო წარმომადგენელი, თბილისი).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გადამზადებას, მიიღებენ უნარებს და გამოცდილებას, რაც საჭიროა სამედიცინო წარმომადგენლისთვის და სრულყოფილ ცოდნას ბიომარეგულირებელი მედიცინის შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე