ადმინისტრატორი, დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი, დამლაგებელი
მომწოდებელი: Back2me
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 29 მარტი
ჰოსტელი "Back2me" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ადმინისტრატორი

მოთხოვნები:

** 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა
** აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** Booking.com-ზე, Tripadvisor.com-ზე და ა.შ მუშაობის გამოცდილება
** ლოგიკური აზროვნება, დროის ეფექტურად მართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელური და დეტალებისადმი ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 24 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე). სამუშაო განრიგი ყოველი მესამე დღე. ანაზღაურება განიხილება გასაუბრების დროს.

2. დამლაგებელი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების ოთახების დალაგება განრიგის მიხედვით, ოთახების სტუმრის მისაღებად გამზადება;
** საწმენდი საშუალებების ეკონომიურად და სწორად გამოყენება;
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა.

სამუშაო განრიგი სრული.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Katamadze.a.a@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად.

ტელ: +995 593 171 999
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე