გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ყავის საწარმო
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებასა და დამატებით ბენეფიტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის ანალიზისა და ზედამხედველობის უნარი;
** გაყიდვების ტექნიკისა და სპეციფიკაციის კარგად ცოდნა;

უნარები:

** პრეზენტაციის უნარი;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კლიენტების მოზიდვა;
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა/პრეზენტაცია;
** კლიენტისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და დეგუსტაციის შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების პროცესის მართვა, ზედამხედველობა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტა;
** ეფექტური კავშირი სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების გაზრდის უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებლის გამოკითხვა დეგუსტაციის პროცესში, შესაბამისი ინფორმაციის კითხვარის ფორმატში შეტანა და დამუშავება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (რეზიუმე სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს თქვენს მიერ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისას შესრულებული სამუშაოს მოკლე აღწერას) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვაკანსია - გაყიდვების აგენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე