ავტოსადგომის მეთვალყურე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსადგომის მეთვალყურე
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის მეთვალყურის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 149 (ავტოსადგურ "ოკრიბას" ქვემოთ), "ზოდი"-ს ცენტრალური შოურუმი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ავტოსადგომის მეთვალყურეობა;
** ავტოსადგომზე შემოსული ავტომობილების პარკირების მართვა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე