ადმინისტრაციული თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული თანამდებობები
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
შპს "აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე:

** დეკანის თანაშემწე;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი;
** სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მენეჯერი;
** საქმის წარმოების მენეჯერი;
** ბიბლიოთეკარი;
** იურიდიული სამსახურის მენეჯერი;
** ფინანსური მენეჯერი.

კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწავლების უმაღლესი განათლების საფეხურის მარეგულირებელი საკვანძო ნორმატიული ბაზის ცოდნა;
** უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები.

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eastwestuni.ge. წერილის Subject ველში მითითებული უნდა იქნას შესაბამისი ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასახელება.

კონკურსი წარიმართოს კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

** წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
** გასაუბრება - კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;
** კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე