უფროსი მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს კლიენტების მომსახურება და მის ფუნქციაში შემავალი საბანკო ოპერაციების განხორციელება არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით;
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** გაუწიოს კონსულტაცია თანამშრომლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; განახორციელოს პრეზენტაციები, შეხვედრები, ახალი პროდუქტებისა და სტანდარტების თანამშრომლებთან ერთად შესწავლა;
** გააკონტროლოს დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება და მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება;
** განსაზღვროს მოთხოვნა საკადრო უზრუნველყოფაზე;
** უზრუნველყოს დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების პროგრამული დადასტურება, ბანკში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
** მუდმივად აკონტროლოს საოპერაციო სივრცეში მიმდინარე პროცესები და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს ეფექტური მხარდაჭერა კლიენტებს/თანამშრომლებს, როგორც საოპერაციო სივრცეში, ასევე დისტანციური მომსახურების აპარატებთან;
** ბანკის რეგულაციის თანახმად აკონტროლოს საინკასაციო ჯგუფისგან სამუშაოს დაწყებისას თანხის მიღების და სალაროს ნაშთის დაბრუნების პროცესი სამუშაო დღის ბოლოს;
** აკონტროლოს მოლარეების/მოლარე-ოპერატორების სალაროს ნაშთი და მიიღოს მაქსიმალური ზომები ზარალის/დანაკლისის თავიდან ასაცილებლად. ჩაატაროს მოულოდნელი შემოწმებები სალაროში;
** განახორციელოს შიდა მოხმარების დოკუმენტაციის (წესები, ნორმატიული აქტები, პროცედურები და სხვ.) მიღება-გაგზავნა;
** მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, დროულად მოახდინოს რეაგირება დაცვის სისტემების გაუმართაობაზე;
** მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშგებები განხორციელებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
** ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ბანკის შიდა ინსტრუქციები, ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითიმითითებ(ებ)ი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. აქედან 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე:
** უცხო ენების - რუსული, ინგლისურის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე