ენერგო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენერგო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საბაზო სადგურების მომსახურეობის ენერგო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ავტომატიზირებულ ელექტრო სისტემებთან მუშაობა;
** ელექტრომოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში დაზიანების აღმოჩენა-აღმოფხვრა;
** საბაზო სადგურის ელექტრო მომარაგების და ექსპლუატაციის ორგანიზება;
** მაღალი ძაბვის ელექტრო მომარაგების სწორად გათვლა სიმძლავრეების მიხედვით;
** საბაზო საიტებზე გენერატორის გამართვა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და კავშირგაბმულობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge; ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე