იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: უნო ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 22 მარტი
ს.ს. "უნო ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 20
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა, სასამართლოში;
** საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ შემთხვევაზე დასკვნის მომზადება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის და სხვა) შედგენა/განხილვა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კომპანიის შიდა პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა იურდიული კუთხით;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურდიული განათლება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (საფინანსო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად );
** სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა;
** გაწონასწორებულობა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@uno.ge 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი"

ს.ს. უნო ლიზინგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ს.ს. უნო ლიზინგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე