სტენდის კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტენდის კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიარესი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 22 მარტი
შპს "ბიარესი" ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების სტანდარტი.

შპს "ბიარესი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთა  მაღალი ხარისხით მომსახურება
** კლიენტთა კონსულტაცია და ორგანიზაციის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** ორგანიზაციის პროდუქტების გაყიდვების ოპტიმიზაცია
** სალაროს ბალანსის კონტროლი და მონიტორინგი
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მონაცემთა ბაზასთან მუშაობა, ინფორმაციის სწრაფი და სწორი შეყვანის უზრუნველყოფა
** შესრულებულ ტრანზაქციათა აღრიცხვა
** მომხმარებელთა საჩივრების მოგვარება, მათთვის განმარტებებისა და მითითებების მიცემა
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point).

უნარ-ჩვევები:

** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** პრეზენტაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი

თუ ხართ აქტიური და გსურთ, გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2019 წლის 22 მარტისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@brs.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე