სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული, მისო ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლის და განვითარების საუკეთესო შანსი.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვისაც სურთ მიიღონ გამოცდილება თავიანთ პროფესიაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტი" აძლევს უნიკალურ შესაძლებობას გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტაციის მომზადება სასამართლოსთვის, არბიტრაჟისათვის, შსს მომსახურების სააგენტოსათვის;
** დეპარტამენტის მიმიდნარე საქმეების მართვაში მონაწილების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი ;
** საოფისე პროგრამების (Word; Excel) ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** ენერგიული;
** მოტივირებული;
** სხარტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება: 200 (ორასი) ლარი ხელზე ასაღები
მოქნილი გრაფიკი

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში".

გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ არაუგვიანეს: 2019 წლის 25 მარტისა.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე