სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი-ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი-ტრენერი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
წარმოვადგენთ მრავალპროფილიან ტრენინგ ცენტრს "VIP Intellect Group-ს". გვესაჭიროება სამშენებლო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტი, ტრენერი, ტრენინგ კურსის: "სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის" - ტრენერად!

ძირითადი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად, წარმოების მენეჯერად, პროექტების მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება "სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის ტრენერად" მუშაობის.
** გააჩნდეს საკუთარი ხედვა ტრენინგ კურსის ჩატარების და მოგვიმზადოს პროგრამა, რომელიც იქნება პრაქტიკული ქეისებით, აგრეთვე ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითებით და სიტუაციური ამოცანებით წარმოდგენილი.
** ექსელის გამართული ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება MS Project-ის ცოდნა და სასწავლო პროგრამაში გამოყენება
** გაუწიოს მენეჯერული კონსულტაციები დამკვეთ კომპანიებს და კერძო პირებს.

პიროვნული ღირებულებები:

** კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება
** გუნდში მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან
** საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია

სამუშაო განრიგი:

შერჩეულ კანდიდატს შეეძლება მუდმივ სამუშაოსთან ერთად ჩვენთან შეთავსებით ტრენინგების ჩატარება საღამოს საათებში.

ანაზღაურება:

ანაზღაურების პირობებს გაგაცნობთ ადგილზე მოლაპარაკების შემდგომ.
მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.

ელფოსტა: ninovipicg@gmail.com

დამიკავშირდით: 551196110; 593618212;
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე